კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
კონსალტინგი და სამშენებლო პროექტების მართვა თქვენი პროექტებისთვის
ჩვენს შესახებ
Project Management & Consulting International არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ამ სფეროში 2011 წლიდან საქმიანობს. იგი ეხმარება მის მომხმარებელებს მიაღწიონ მნიშვნელოვან შედეგებს და გააუმჯობესონ მათი პროექტების სრულყოფილების ხარისხი. 12 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით უფრო მეტი ვიდრე უკეთესი შედეგების მიღწევა და ბრენდის ცნობადობაა.
რატომ ჩვენ
ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ მომსახურებას ჩვენს მნიშვნელოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით.
12 წლიანი გამოცდილება
ჩვენ მოვახდინეთ ბაზარზე პოზიციონირება ამ სფეროს პროფესიონალებად, როგორც პატარა ისე კარგად ცნობილ ლოკალურ და საერთაშორისო ბრენდებთან წარმატებული მუშაობით. კომპლექსურმა პროექტებმა, შეზღუდული ვადებით და დინამიური პროცესებით, მოახდინა ჩვენი პროფესიონალიზმის ხარისხის ამაღლება და უნიკალური გამოცდილება შეგვძინა.
ინდივიდუალური მიდგომა
თითოეულ კომპანიას და პროექტს აქვს საკუთარი კონცეფცია და ხედვა. ჩვენ ვახდენთ თქვენს პროექტზე მორგებული უნიკალური მომსახურებების და სტრატეგიების განვითარებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიებს და საუკეთესო ლოკალურ პრაქტიკას, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული უკვე 50-მდე სამშენებლო პროექტში საქართველოში
განვითარება მომავლისკენ
ჩვენ გთავაზობთ მაღალ პროფესიონალიზმს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად. ჩვენ გვჯერა, რომ მშენებლობა მენეჯმენტის და ტექნოლოგიების გარეშე არის ყველაზე სარისკო პროცესი, შესაბამისად, მმართველობითი ღონისძიებების და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინირებით ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი დონის გამოცდილებას თქვენი პროექტებისთვის
გამოცდილი მენეჯმენტი
ირაკლი შონია
დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
Forbes 30 under 30 (https://30under30.forbes.ge/.../2019/tsarmoeba-da-industria/) - გამარჯვებული

კოლუმბიის უნივერსიტეტის (https://www.columbia.edu/) მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი სამშენებლო პროექტების მართვის სფეროში.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და სამშენებლო პროექტების მართვის მოდულის ხელმძრვანელი

მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA) მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით

ISO 9001:2015 სერთიფიცირებული აუდიტორი შვეიცარიული კომპანია SGS-ის მიერ.

10 მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და 50 მდე საერთაშორისო თემატური კონფერენციების მონაწილე/მომხსენებელი

13 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში საკონსულტაციო და სამშენებლო კომპანიების მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე

100მდე სამშენებლო პროექტის დაგეგმვის, მართვისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება

ორგანიზაციული სტრუქტურების, სისტემების და პროცესების შექმნის, განვითარების და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება
ჩვენი სერვისები
ჩვენ გთავაზობთ ყველა აუცილებელ მომსახურებას პროექტის თითოეული ეტაპისთვის
პროექტის ინიცირების მართვა

პროექტის საწყის ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია, განისაზღვროს და დოკუმენტად იქცეს დამკვეთის მოთხოვნები ისე, რომ პროექტში ჩართულმა თითოეულმა მხარემ ადვილად გააცნობიეროს ისინი და უზრუნველყოს მათი შესრულების უმაღლესი ხარისხი. ჩვენ ვახდენთ პროექტთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინების იდენტიფიცირებას, მოთხოვნების განსაზღვრას და დოკუმენტირებას, ისეთ ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ხარჯები, ვადები, ხარისხი.
პროექტის ვადების მართვა

დრო არის ყველაზე ღირებული რესურსი, რომლის მართვაც უნდა მოხდეს გონივრულად, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს პროგრესი და დაცული იქნეს ვადები.
ჩვენ გთავაზობთ სრულ დაგეგმვის და მონიტორინგის მომსახურებას, რათა განისაზღვროს პროექტის შესრულების რეალური გრაფიკი და ადრეულ ეტაპზევე მოხდეს პოტენციური გაჭიანურებების იდენტიფიცირება ან/და მათი არსებობის შემთხვევაში შემუშავდეს მათი აღმოფხვრის დეტალური გეგმა, ვადების დაცვის მიზნით.
პროექტის ხარჯების მართვა

თითოეულ პროექტს გააჩნია ბიუჯეტი, რომლის მართვის, მონიტორინგის და დაცვის სათანადო გეგმის შემუშავება და რეალიზაცია უდიდესი გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით. გარდა ამისა, ვახდენთ ხარჯების გეგმის შემუშავებას, რომლის განახლებაც და დეტალიზაციაც ხდება პროექტის პროგრესის შესაბამისად. ამავდროულად, ხდება დაგეგმილი და ფაქტიური ხარჯების მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური გადახარჯვების დროული იდენტიფიცირება.
პროექტის წინა-საპროექტო მართვა

წინა-საპროექტო ეტაპის მართვა მოიცავს:
-მიწის ნაკვეთის ტექნიკური და ფინანსური ანალიზი
-აუცილებელი კვლევების იდენტიფიცირება
-მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების და შეთანხმებების იდენტიფიცირება
-პროექტში ჩართული მესამე მხარეებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადება
-წინა-საპროექტო კვლევების შესრულება ან/და შესრულების მართვა
-პროექტში ჩართული მესამე მხარეების მონიტორინგი და შეფასება
-მთელი წინა-საპროექტო პროცესის კოორდინაცია შეთანხმებების და მშნებლობის ნებართვის მისაღებად
-რეპორტინგი
პროექტის დიზაინის მართვა
დიზაინი სამშენებლო პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და მას სჭირდება კომპლექსურად შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ კლიენტების მოლოდინები, კანონმდებლობის მოთხოვნები, სტანდარტები და რეგულაციები დაკმაყოფილებულია, შედეგად, მშენებლობის დროს შეცდომები და დაზუსტებები მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს თავიდან აგაცილებთ დამატებით ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია დამატებით დროსთან - საჭირო ცვლილებებისთვის ან შეცდომების გამოსწორებისთვის. ჩვენი მომსახურება მოიცავს დიზაინერებისა და სხვა კონსულტანტებისთვის პროექტირების სტანდარტების განსაზღვრას, დიზაინის სხვადასხვა დისციპლინების კოორდინაციას, შეუსაბამობების გამოვლენას და პროექტირების პროცესის სისტემიზაციას, რაც გადამწყვეტია სასურველი შედეგების მისაღწევად.
პროექტის შესყიდვების მართვა
პროდუქტებისა და სერვისების შესყიდვისთვის დეტალური მოთხოვნების განსაზღვრა, მათ შორის მათი შეფასების კრიტერიუმები, შესაბამისი მომწოდებლების პოვნა და მათი შერჩევა კლიენტებისთვის ყველაზე მეტად საჭირო რესურსს და დროს მოითხოვს. ჩვენ გთავაზობთ შესყიდვების მართვის სერვისის სრულ პაკეტს, შესყიდვის დოკუმენტების სტანდარტული სიით, შესყიდვის სტრატეგიების ყველაზე მოქმედი გზებით და მნიშვნელოვანი მომწოდებლების ბაზით, რაც საშუალებას გვაძლევს მინიმუმამდე დავიყვანოთ საჭირო დრო და გავზარდოთ პროდუქტიულობა.
პროექტის ხარისხის მართვა
ჩვენ შევიმუშავებთ პროექტის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის გეგმას. ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ მხარდაჭერას მშენებლობის დროს და ზედამხედველობას გავუწევთ სამშენებლო აქტივობებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხარისხი შენარჩუნებულია. დეტალური კონტროლის სტანდარტებითა და მეთოდებით, ჩვენი სერვისები მინიმუმამდე დაიყვანს ადგილზე არსებულ ხარისხსა და შესრულებასთან დაკავშირებულ რისკებს.
პროექტის შესრულებადობის და საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევა
ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულ მხარდაჭერას პროექტის შესრულებადობის დასადგენად არსებული რესურსების, ბაზრის ტენდენციების, პროექტის განხორციელების ბიუჯეტისა და ვადების, სამომავლო ტენდენციების ანალიზის გზით და მოვამზადებთ დეტალურ ანგარიშს ყველა რისკებითა და რეკომენდაციებით მომავალი განვითარებისთვის. ჩვენ ვსწავლობთ ტექნიკურ, ფინანსურ, ორგანიზაციულ და საბაზრო შესრულებადობას, რათა მოგაწოდოთ ჯვარედინი ფუნქციონალური დეტალური ანგარიში. ჩვენ ყურადღებით ვაანალიზებთ პროექტების პოტენციალს, კლიენტების საჭიროებებს და ვავითარებთ დეტალურ საინვესტიციო მოდელს სხვადასხვა სცენარით.
პროექტის რისკების მართვა
მშენებლობა ცნობილია, როგორც ყველაზე დინამიური პროცესი, რომელსაც თავისი სირთულიდან გამომდინარე აქვს მრავალი რისკი და საჭიროებს დროულ იდენტიფიცირებას და შესაბამისად მართვას. ჩვენი გუნდი გამოავლენს რისკებს, შექმნის რისკების თავიდან აცილებისა და შერბილების სტრატეგიას, განახორციელებს მონიტორინგისა და კონტროლის მოქმედებებს პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში.
პროექტის მიღება-ჩაბარების მართვა
პროექტის დახურვის ეტაპი უნდა იყოს სათანადოდ დაგეგმილი და დოკუმენტირებული, რაც მოიცავს შეფასების, განხილვისა და დადასტურების ეტაპებს. ჩვენ ვაკონტროლებთ და უზრუნველვყოფთ, რომ ყველა დოკუმენტი ადგილზეა პროექტის გადაცემისთვის, ვაფასებთ, არის თუ არა დაკმაყოფილებული პროექტთან, ხარისხთან, ბიუჯეტთან, ვადებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნები, უზრუნველვყოფთ სრულ მხარდაჭერას ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლისთვის
PMCI პლატფორმა თქვენი პროექტისთვის
ჩვენი გუნდი ავითარებს სამშენებლო პროექტების მართვის ეკო სისტემას, რომელიც საშუალებას მოგცემთ იმოქმედოთ ერთ სივრცეში, სახელმძღვანელო მეთოდოლოგიებით და დოკუმენტების შაბლონებით, რათა პროექტი წარმატებული იყოს.
პროექტები
More products
განათლება
განათლება არის ჩვენი გამორჩეული მიმართულება, რომელიც საშუალებას იძლევა ონლაინ მიიღოთ უმაღლესი დონის განათლება. აღნიშნულის საშუალებას გვაძლევს ექსკლუზიური თანამშრომლობა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან
info@pmci.ge
+995591649111
აბაშიძის 34-36, თბილისი, საქართველო